კახი კავსაძე
კახი კავსაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | კახი კავსაძე |
დაბადების თარიღი |
5 ივნისი, 1935 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
27 აპრილი, 2021 (85 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1955-2020 |
მეუღლე(ები) | ბელა მირიანაშვილი |
შვილ(ებ)ი | ირაკლი კავსაძე |
მშობლები | მამა: დავით კავსაძე |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1981) |
კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935, თბილისი — გ. 27 აპრილი, 2021, თბილისი) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2010). ბელა მირიანაშვილის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.[1]
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).
აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).
2008 წლის 23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.[2]
2013 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი კახი კავსაძის შესახებ — „ნეტავი იქ, თეატრი არის?!“.
2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.[3] მისი მდგომარეობა დეკემბერში გაუმჯობესდა და მან საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა.[4]
თებერვალში კავსაძე კვლავ დააწვინეს კლინიკაში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებდა, რომ კავსაძემ კორონავირუსი წარმატებით დაამარცხა და მისი შეფასებით, მდგომარეობა ქრონიკულ პათოლოგიას უკავშირდებოდა.[4] გარდაიცვალა 2021 წლის 27 აპრილს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.[5] სამოქალაქო პანაშვიდი 3 დღის განმავლობაში, რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით.[6]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1956: ეთერის სიმღერა რეჟ. სიკო დოლიძე
- 1957: „ცნობილია პირადად“ (ყარაჩოხელი) რეჟ. სტეფანე კევორკოვი
- 1960: „საუკუნის ხნის“ (რუს) ლადო
- 1961: „ეშმაკის რიცხვი“ (რუს) (ქართველი) რეჟ. პავლე არმანდი
- 1965: „ჯილდო“ (მუშა) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1966: „მაცი ხვიტია“ (ჯამლეტი-ბატონიშვილი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1968: „ფერისცვალება“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1968: Годен к нестроевой (1968) ვახტანგ სხირტლაძე
- 1969: „უდაბნოს თეთრი მზე“ (რუს) (1969) (შავი აბდულა) რეჟ. ვლადიმერ მოტილი
- 1970: „გოგონა და ჯარისკაცი“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1971: „სამკაული სატრფოსთვის“ (ზაური) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1972: „ნერგები“ (დავითი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ (დიაკვანი) რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1973: „წკიპურტები“ (თანამშრომელი) რეჟ. რეზო ესაძე
- 1973: „მოვდივართ და მოვიმღერით“ (ყაჩაღი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1973: „მთვარის მოტაცება“ რეჟ. თამაზ მელიავა
- 1973: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1975: „ბორანი“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1975: „ივანიკა და სიმონიკა“ (დიაკვანი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1975: „ნიძლავი“ რეჟ. (გზის მუშა) რამაზ შარაბიძე
- 1975: „შაბათ საღამოს“ (გზის მუშა) რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „თერმომეტრი“ (გზის მუშა) რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „სამი მანეთი“ (გზის მუშა) რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ (სელიმი, მურადის ბიძა) რეჟ. რეზო ესაძე
- 1975: „კიბე“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1975: „ღვინის ქურდები“ (ელიბო) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ (ყვავილების გამყიდველი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1975: „აურზაური სალხინეთში“ (საშიკო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1976: „დილის ნისლივით“ (გურამ ბეგიაშვილი) რეჟ. გენო ხოჯავა
- 1976: „ნატვრის ხე“ (იორამი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1976: „ქალაქი ანარა“ (სტუმარი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1977: „სამი სასიძო“ (გზის მუშა) რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1977: „მწვერვალის დამპყრობნი“ (გზის მუშა) რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე
- 1977: „ესკულაპეს მოწაფე“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1978: „შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1978: „ყვარყვარე“ (ტიტე ნატუტარი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „დიუმა კავკასიაში“ (ათაჟუკ ვახვარი) რეჟ. ჰასან ხაჟკასიმოვი
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1980: „მშობლიური ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1980: „წარმატება (იღბალი)“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1980: „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (მანუჩარი) რეჟ. ლეილა აბაშიძე
- 1980: „სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) რეჟისორები მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი), გიორგი შენგელაია
- 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (სულხანი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1982: „მიიღეთ გამოწვევა სენიორებო!“ (რიპაფრატა-კავალერი) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1982: „დიმიტრი II“ (კათოლიკოსი) რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1983: „წიგნი ფიცისა“ რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (ქარხნის დირექტორი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1983: „გმადლობთ რატილი“ რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1984: „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (ბუჭა ღვინერია) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1988: „დანაშაული მოხდა“ (ანდრო) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1989: „ბესამე“ (მაესტრო) რეჟ. ნინო ახვლედიანი
- 1989: „მარტოხელა მონადირე“ (ვახტანგი) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (ძროხისკუდიანი გლეხი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- 1991: „მე, პელეს ნათლია!“ (ლადო) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი)
- 1991: „გაქცევა ქვეყნის კიდემდე“ (რუს) (მოსიარულე ცირკის მეპატრონე)
- 1991: „მეფე ივანე მრისხანე“ (ივანე მრისხანე)
- 1992: „ოქროს ობობა“ (ჩეჩე) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1993: „ჯამბაზის შურისძიება“
- 1993: „შაილოკი“ (შაილოკი)
- 1994: „იავნანა“ (ქეთოს ბაბუა) რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1995: „შიში“ (სკოლის დირექტორი) რეჟ. ზაურ სავანელი
- 1996: „ორფეოსის სიკვდილი“ (ელიზბარი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (პრეზიდენტი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1997: „სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1999: „მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 2000: „ნუცას სკოლა“ (მღვდელი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 2001: „მემკვიდრეები“ (რუს) (გამომცემელი დავით ხოტივარი)
- 2004: „გრაფი კრესტოვსკი“ (რუს) (ტიმო შარია)
- 2005: „მემკვიდრეები 2“ (რუს) (გამომცემელი დავით ხოტივარი)
- 2005: „მიდიოდა მატარებელი“ (ლენსტანბერი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 2006: „ოქროს კერპი“ (რუს) (გიგინეიშვილი) რეჟ. ულიანა შილკინა
- 2009: „თბილისური Love Story“ (ნიკა) რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
- 2009: „კადრები კოსმოსში“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2011: „ღვინის აკვანი“ (დოკუმენტური) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 2011: „ნეტავი იქ, თეატრი არის?!“ (დოკუმენტური) რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 2013 „ჩემი თეატრი“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2013: „ძმა“ რეჟისორები თეონა მღვდელაძე-გრენადე, ტიერი გრენადე
- 2013: „შემთხვევითი პაემნები“ რეჟ. ლევან კოღუაშვილი
- 2013: „რეპორტაჟი თბილისიდან – ფანი არდანი“ (დოკუმენტური), რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2014: „მხატვრის მუზები“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2014: „ძვირფასი ცოლი“ რეჟ. შოთა კალანდაძე
- 2021: „მეოთხე ბრაიტონი“ (სერგო) რეჟ. ლევან კოღუაშვილი
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (ფორტინბრასი) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- გიორგი მდივანი „ტერეზას დაბადების დღე“ (მარსელი) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- მიხეილ მრევლიშვილი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (დავით დადიანი) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- ლევან სანიკიძე „ქუთათურები“ (კოტე) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- ვანიონ დარასელი „სიმღერა შევარდენზე“ (ტიტიკო) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- რიჩარდ ნეში „წვიმის გამყიდველი“ (ნოე) რეჟ. ბადრი კობახიძე
- ისიდორე შტოკი „ღვთაებრივი კომედია“ (ადამი) რეჟ. ბადრი კობახიძე
- ბერტოლტ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“ (ჯიმი) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე სიცრუისა“ (გლეხი, ყმაწვილი, მოცინარი, მეფე) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ნოდარ დუმბაძე „მზიანი ღამე“ (გურამი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი“ (ჩონთა) რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
- არჩილ სულაკაური „სალამურა“ (მიდი-მოადე) რეჟ. რობერტ სტურუა
- შალვა დადიანი „გუშინდელნი“ (თავადი კოწია) რეჟისორი თემურ ჩხეიძე
- ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (დევდარიანი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი „ღალატი“ (სოლეიმანი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ნოდარ დუმბაძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“ (ილიკო) რეჟ. რობერტ სტურუა
- ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (სიმონ ჩაჩავა) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „რიჩარდ III“ (ლორდ ჰასტინგსი) რეჟ. რობერტ სტურუა
- კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“ (აკბარი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (კენტი) რეჟ. რობერტ სტურუა
- ალექსანდრე ჩხაიძე „სამიდან ექვსამდე“ (კაპიტანი ქობალავა) რეჟ. ბადრი კობახიძე
- მიხეილ ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (რასპუტინი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
- ირაკლი სამსონაძე „იქ სადაც ღვარად მოედინება“ (მოსე) რეჟ. გოგა თავაძე
- ლაშა თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (ბატონი დევი) რეჟისორები რობერტ სტურუა, დავით ხინიკაძე
- რონალდ ჰარვუდი „მოხუცი ჯამბაზები“ (კოტე) რეჟ. გოჩა კაპანაძე
Synatic theatre
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003: ვაშინგტონში Synatic theatre-ში ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“ შეასრულა ჯოყოლას როლი.
მოსკოვის სამხატვრო თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რონალდ ჰარვუდი „კვარტეტი“ რეჟ. რომან მარხოლია
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1981: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 2001: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“
- 2008: რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის „ვარსკვლავი“.
- 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 2010: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 2014: თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1998: ღირსების ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახი კავსაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კახი კავსაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კახი კავსაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კახი კავსაძე სტუმრად არქივში დაარქივებული 2013-01-21 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ „კახი კავსაძის ვარსკვლავი“. ertguleba.ge. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დააწვინეს, ის მართვით სუნთქვაზე გადაჰყავთ“. on.ge. 2020-11-28. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 „კახი კავსაძე გარდაიცვალა“. On.ge. 27 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს“. On.ge. 1 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
- დაბადებული 5 ივნისი
- დაბადებული 1935
- გარდაცვლილი 27 აპრილი
- გარდაცვლილი 2021
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ქართველი მსახიობები
- XX საუკუნის მსახიობები
- XXI საუკუნის მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2014)
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები